Робота для біженців з України
დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, დღის და ღამის ცვლების პრინციპით
ანაზღაურება: თვეში 850 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა

სამუშაო აღწერილობა:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვები;
** საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები www.helio-ai.com/apply/ 2024 წლის 10 ივნისამდე.

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე