Робота для біженців з України
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმში" ვეძებთ ინვენტარიზაციის სპეციალისტს

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ინვენტარიზაციის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** ინვენტარის აღწერის პროცესის დაგეგმვა, შესრულება და შედეგების ანალიზი;
** ფილიალებსა და საწყობებში არსებული მარაგების შედარება და ანალიზი;
** დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დღის რეპორტის მომზადება და გადაცემა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ინვენტარიზაციის სპეციალისტს, რომელსაც აქვს:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასაუბრო დონეზე აზერბაიჯანული ან რუსული ენების ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშო კვირა, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1200 ₾
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
Fitpass;
წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინვენტარიზაციის სპეციალისტი)
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე