Робота для біженців з України
სასტუმროს მენეჯერი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"პანორამა კვარიათი" ფრანგული პროექტია საქართველოში, რომელიც მოიცავს სასტუმროს ნომრებს, გასაყიდ ბინებს, საცურაო აუზს, ბარს, სპა ცენტრს, რესტორანს.

ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: კვარიათი
გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობა:

** სასტუმროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** თანამშრომლების ზედამხედველობა
** სასტუმროს ნომრების, ტურების და ტრანსფერების გაყიდვების კონტროლი
** სასტუმროსთვის საჭირო მარაგების შეძენა/კონტროლი
** შენობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (კონდიცირება, ავეჯი, სანტექნიკა და ა.შ)
** მფლობელებთან ანგარიშგება
** ბიუჯეტის დაგეგმვა

მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდს;
** კვებას;
** სხვა ქალაქიდან ან რეგიონიდან ჩამოსვლის შემთხვევაში საცხოვრებელს.

ანაზღაურება საწყისი ეტაპისთვის: 2 000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელფოსტაზე: panoramakvariati@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მზარეული) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 754 775
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე