Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - დმანისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება, დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 3 000-მდე თანამშრომელს ითვლის.ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ უკეთ ვიდრე გუშინ, ვკონცენტრირდეთ მთავარზე და დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს.

მაღაზიათა ქსელი "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დმანისი

ჩვენი უპირატესობებია:

** დასაქმების შესაძლებლობა თქვენგან 2 ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას;
** კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
** დაწინაურების გაწერილი სქემა;
** გამარტივებული სამუშაო პროცესები;
** ჩვენ არ ვმუშაობთ ღამე;

ფუნქცია - მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზოგადი ანალიზი, გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი/თვისობრივი ანალიზი;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი ქოუჩინგი უშუალოდ მუშაობის პროცესში;
** ახალი თანამშრომლების შერჩევა, სამუშაო გარემოში ინტეგრაციაზე ზრუნვა, მათი სწავლება სამუშაოს შესრულების მიზნით, მხარდაჭერა; მათი შენარჩუნების ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
** სტაჟირების პროცესის მართვა დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟიორთა პროფესიული მხარდაჭერა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში, სხვადასხვა პოზიციებზე. საოფისე პროგრამების ცოდნა.
** MS Office (Word, Excel, PowerPoint);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება;
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, კარგი ინტერპერსონალური უნარები;
** კეთილგანწყობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

** შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
** გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599546897 / 032 2 00 22 00

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე