Робота для біженців з України
პროდუქციის შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ნაშთების კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები + ყოველდღიური ბონუსი
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე