Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ადლი" ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტირება;
** კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის წარმოება და მართვა;
** ბიუჯეტის, სატენდერო პროცედურების მართვა;
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
** პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
** პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მშენებლობის ინჟინერთან ერთად დეტალების განხილვა, დასაბუთება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა;
** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
** შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (სავალდებულოა);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა);
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2024 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.adli.ge/ka

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე