Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერი - ამბროლაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "Infracon" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ამბროლაურში, სოფელ ქვიშარში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ქარხნის პროცესის სრული ციკლის მართვა
** ბეტონის ქარხნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა
** სათანადო პრევენციული სარემონტო/ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა
** ნედლეულის და მასალების მარაგების კონტროლი
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება საწარმოო მაჩვენებლებთან დაკავშირებით
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა დასაქმებული თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის
** მასალების ჩამოწერის წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საინჟინრო ტექნიკური მიმართულებით (სამშენებლო მასალები)
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ბეტონის წარმოების პროცესების სრული ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება - 2500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე