Робота для біженців з України
ლაბორატორიული პროდუქციის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიული პროდუქციის კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული პროდუქციის კოორდინატორის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონკურენტული ბაზრის კვლევა/ანალიზი,
** ლაბორატორიული კვლევის პროდუქტის დეტალური და ამომწურავი შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება და უპირატესობების განსაზღვრა
** ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში
** ლაბორატორიული კვლევის პროდუქტების საპრომოციო მასალების მომზადება შეკვეთა და ხარჯვის მონიტორინგი
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
** წარმომადგენლების, ექიმებისა და ლაბორატორიის სხვა თანამშრომლების ტრენინგი
** ტესტირებების მომზადება, ჩატარება და კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა
** ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევების დიზაინი, ჩატარება და მონიტორინგი
** საპრომოციო და მარკეტინგული აქტივობების, ღონისძიებების დამუშავება და დანერგვა სხვადასხვა ხელმისაწვდომი მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა
** Product მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა - სასაუბრო, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები საქმის მიმართ, კრეატიული აზროვნება და პრობლემების გლობალური ხედვის უნარი
** სტრატეგიული დაგეგმვა, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ
** დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: marketinghr@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე