Робота для біженців з України
ჰოსთესი, სერვის მენეჯერი, შეფ-მზარეული, მიმტანი - სოფელი შილდა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსთესი, სერვის მენეჯერი, შეფ-მზარეული, მიმტანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას და ეძებს გუნდის წევრებს შემდეგ თანამდებობებზე:

სამუშაო ადგილი: ყვარლის რაიონი სოფელი შილდა
გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი;
ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;

1. ჰოსთესი

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
** ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება:
** ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
** ჯავშნების მიღება;
** ჯავშნების კალენდრის წარმოება.
** საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ენის სულ მცირე Upper Intermediate დონეზე ცოდნა.
** სასურველია ჰოსტესის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

2. სერვის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მოვალეობების, ცვლებისა და სამუშაო პროცესის გადანაწილება;
** პრაქტიკანტების მომზადების პროცესის დაგეგმვა;
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაცია სტუმრებთან;
** არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** სერვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სფეროში.

აუცილებელია კანდიდატი იყოს:

** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობიანი.

3. შეფ-მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება;
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი ტექნოლოგიური ბარათების, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ტექნოლოგიური ბარათების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** საშტატო განრიგის შედგენა და დასწრების მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
** უპირობოდ აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
** კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული სამზარეულოს და ტრადიციული კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
** პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:

** დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროისა და პროცესების სწორად მართვის უნარი.

4. მიმტანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
** მენიუს სიახლეებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე gorgasali2016@gmail.com, tazictpa@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599 713322

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე