Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ჯინო ფერედაისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქუჩა #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მთავარი ბუღალტრის დახმარება ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმართვის პროცესში;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება, გადამოწმება და სისწორის უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების სწორად ასახვის უზრუნველყოფა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** მიღებული ზედნადებების კონტროლი და პროგრამაში გატარება;
** ზედნადებების ატვირთვა;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
** მიღებული ანგარიშფაქტურების კონტროლი და პროგრამული გატარება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, გატარება, კონტროლი და შენახვა;
** ხელფასების აღრიცხვა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** მეწარმეთა შესახებ კანონი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
** ფასს (IFRS) და ბასს (IAS) სტანდარტები;
** IFRS for SMEs; - მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი სტანდარტი;
** საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ;
** Microsoft Office (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა (SOFT/ERP/SAP) კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე