Робота для біженців з України
უმცროსი სამეურნეო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გუნდში უმცროსი სამეურნეო სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესში ჩართულობა;
** გასაყიდი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფა;
** მსხვილ სამეურნეო და ტექნიკური პროექტებში ჩართულობა;
** სამშენებლო/კოსმეტიკური პროექტებისთვის ხელოსნების მოძიების პროცესში ჩართულობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა საოფისე ინვენტარისა და ნივთების საჭიროების განსაზღვრა და ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
** შეძენილი სამეურნეო/საოფისე საქონლის ან მიღებული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კომპანიის მიერ გამართული ღონისძიებების მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებში;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია გამოცდილება სამეურნეო/საოფისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
** ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

მაშინ ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=960

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე