Робота для біженців з України
ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიული განვითარების მიზნით, მონაცემების სისტემატური მოძიება, შეგროვება, დამუშავება და შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის გამოყენება;
** ბაზების დამუშავება, ინფორმაციის/დოკუმენტაციის ბაზაში ასახვა, მსხვილ კლიენტებზე ფოკუსირება;
** მომხმარებელთან გასაგზავნი დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, წერილების მომზადება;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** არსებული ბაზების და მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საჭიროების შემთხვევაში საკითხების შეთანხმება და პირობების მოპოვება შესაბამისი განყოფილებებიდან;
** დაზღვეულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ ინსტიტუტებში ანალოგიურ ან მსგავს პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე