Робота для біженців з України
იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 36 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის თანამდებობაზე;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. 2 (ავჭალა);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლ;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
** ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იმპორტის ან შესყიდვების მიმართულებით;
** საბაჟო და იმპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "იმპორტის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე