Робота для біженців з України
ლოიალობის სისტემის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოიალობის სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ლოიალობის სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ლოიალობის ბაზაში დარეგისტრირება და მათი სისტემაში ჩართვის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მართვა.
** საჩუქრების კატალოგის განახლება და მათი მათ ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი.
** ლოიალობის სისტემის ტესტირების პროცესში ჩართულობა.
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით.
** ყოველდღიური რიპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** სატელეფონო კვლევებში მონაწილეობა.

ექვემდებარება ლოიალურობის სისტემის მენეჯერს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ფინანსები ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** Microsoft Excel- ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 სთ-დან -18:00 სთ- მდე.

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr1@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე