Робота для біженців з України
წლიური საგრანტო პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წლიური საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
თანდართული ფაილი: 536245_APS_No_1_6980494.zip
სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის (SCRWM პროგრამა) ხუთ წლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის წყლის რესურსებთან დაკავშირებული ეფექტური რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა წყლის რესურსების უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობის მიზნით.

SCRWM პროგრამა აცხადებს წლიურ საგრანტო პროგრამას (APS No. 1). საგრანტო კონკურსის მიზანია, გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინოვაციურ მიდგომებს წყლის უსაფრთხოების, წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და ეფექტიანი რეგიონული გარემოსდაცვითი თანამშრომლობისათვის.

მიზნობრივი დაფინანსებით პროგრამა მხარს დაუჭერს წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებასა და წყალთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილებების დაძლევისთვის საჭირო ინკლუზიური მიდგომების გამოყენებას.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: grants@scrwm.org

ასევე, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://forms.office.com/e/gQ0dyMf0fV

მხოლოდ დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ინფორმაციას შეხვედრის თარიღისა და დროის შესახებ. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადმოწეროთ თანდართული დოკუმენტები.

წლიური საგრანტო კონკურსის დასრულების თარიღია 2025 წლის 27 მარტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე