თბილღვინო
![]() |
"თბილღვინოს" ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. 2000 წელს "თბილღვინო" ქართულ ბაზარზე ახალი სახითა და ახალი ასორტიმენტით წარსდგა. ჩვენმა ღვინოებმა 2006 წელს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს. 2008-ში 11-მდე, 2009-ში უკვე 14 მედალი გვაქვს მოპოვებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენებზე. |

