შემოსავლების სამსახური
![]() |
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გადასახადის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გადასახადების ადმინისტრირება; გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. შემოსავლების სამსახურის მისიაა შემოსავლების ეფექტური ადმინისტრირებით, მეწარმეებისათვის საქმიანობის გამარტივება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა; გადამხდელების არალეგალური ბიზნესისგან დაცვისა და საქმიანობის წარმატებულად მართვაში დახმარება; საქართველოში არსებული კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა; მომხმარებელთათვის ინოვაციური სერვისების შეთავაზება. შემოსავლების სამსახურის ხედვაა, გახდეს მომხმარებელზე ორიენტირებული, პროფესიონალი და გამჭვირვალე ბიზნეს-პარტნიორი. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.rs.ge |
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით