Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ნიკორა

 
ნიკორა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
წარმოების უბნის უფროსი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ხელფასიანი ნიკორა ნიკორა 23 სექტემბერი 23 ოქტომბერი
წარმოების ოპერატორი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ნიკორა ნიკორა 23 სექტემბერი 23 ოქტომბერი
შეფ-კონსულტანტი ნიკორა ნიკორა 15 სექტემბერი 15 ოქტომბერი
ტექნიკური სამსახურის უფროსი ნიკორა ნიკორა 04 სექტემბერი 04 ოქტომბერი
განმძარღველ-დამრბილებელი - სოფ. გამარჯვება რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი ნიკორა ნიკორა 02 სექტემბერი 02 ოქტომბერი
გადაიტანე Facebook-ზე