 |
"ქართული კრედიტის" მისიაა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები მცირე მეწარმეებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი ღირებულებებია: 1. პასუხისმგებლიანი დაკრედიტება: ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურებით, კონკურენტული პირობებითა და ინდივიდუალური მიდგომით ჩვენ ვზრდით მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების ხელმოსაწვდომობას და ხელს ვუწყობთ მათი კეთილდღეობის ზრდას. 2. პროფესიული ზრდა: კომპანიას მკაფიოდ ესმის, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციური და მოტივირებული გუნდით. თანამშრომლების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ქართული კრედიტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რაც საბოლოოდ ხარისხიან მომსახურებას განაპირობებს. 3. სოციალური პასუხისმგებლობა: პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, გამჭვირვალობა და ინდივიდუალური მიდგომა სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი ინსტრუმენტებია. სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბაზრისთვის ისეთი საფინანსო პროდუქტების მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ნაწილის ფინანსურ კეთილდღეობას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://georgiancredit.ge/
|