 |
დავით დავარაშვილის კლინიკა 2015 წლის 30 აპრილიდან ფუნქციონირებს. კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და ყურადღებიანი მედპერსონალით, რაც კლინიკაში მოსული თითოეული პაციენტის სიმშვიდის გარანტიაა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტიპის პალატებით, ბლოკ-პალატებითა და საოპერაციო ბლოკებით. დავით დავარაშვილის კლინიკის უმთავრესი ამოცანაა შექმნას თბილი ოჯახური გარემო პაციენტისთვის, მიუდგეს მას ინდივიდუალურად და დაიცვას ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც ჯანმრთელობა და მშვიდი მომავალი ჰქვია.
|