საკონსტიტუციო სასამართლო
![]() |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და მისი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოში სახელისუფლო სტაბილურობის განმტკიცებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა 1996 წელს. მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", საქართველოს კანონი "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ", საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.constcourt.ge |
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით