არ ვმალავთ ფაქტს, რომ ჩვენ ამბიციური მიზნები გვაქვს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც უკვე 50 წელია გართობის ბიზნესში ვართ და ვაგრძელებთ ზრდას. მუდმივად ცვლილებასა და სიახლეზე ორიენტაციით ვზრუნავთ კლიენტების კმაყოფილებაზე. 20-ზე მეტი i-Gaming ბრენდით - მათ შორის Betsson.com, Nordicbet.com, Betsafe.com, europebet.com - მომხმარებელს ვთავაზობთ: ტოტალიზატორს, კაზინოსა და პოკერს; ვამაყობთ საკუთარი მიღწევებით და ვიცით, უფრო მეტი შეგვიძლია. ბეთსონში მუშაობისას არასდროს მოიწყენ. 45 სხვადასხვა ეროვნების 1900-მდე ადამიანი 5 ძირითად ოფისში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლის გამოცდილება ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ჩვენი ხედვაა, მოხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურების გამოცდილება მთელს ინდუსტრიაში. ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს, ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლისგან, ვააანალიზებთ მომხმარებლის ქცევას და ამ გზით ვაღწევთ მიზანს. ჩვენი მფლობელი კომპანია Betsson AB წარმოდგენილია სტოქჰოლმის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ კორპორატიული ღირებულებებით ვცხოვრობთ: მომხმარებელი მთავარია, ერთიანი ბეთსონი, ჩვენ მაღლა ვუმიზნებთ, საქმისადმი სიყვარული, აღსრულება ყველაფერია, ჩვენ პატიოსნად ვთამაშობთ. მოუთმენლად ველოდებით, თუ რა გველის წინ.
|