აპტოსი
![]() |
"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting]. "აპტოსს" ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია. "აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global |
| დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
|---|---|---|---|---|---|
|
საერთაშორისო ოფისებისა და კორპორატიული ქვეყნების სპეციალისტი
|
|
აპტოსი | 23 ივნისი | 15 ივლისი | |
|
უფროსი R&D სპეციალისტი
|
|
აპტოსი | 23 ივნისი | 15 ივლისი | |
|
სამედიცინოს პროდუქტის შემუშავებ. და განვითარების სპეციალისტი
|
|
აპტოსი | 23 ივნისი | 15 ივლისი | |
|
მკვლევარი
|
|
აპტოსი | 12 ივნისი | 12 ივლისი | |
|
ხარისხის კონტროლიორი
|
|
აპტოსი | 08 ივნისი | 08 ივლისი |

