Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისისა და ქუთაისის 4 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები.

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "TP საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2025 წელს ოფიციალურად მოიპოვა "Great Place to Work"-ის პრესტიჟული სტატუსი. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

იხილეთ ჩვენი ვაკანსიები: https://tp-georgia.softgarden.io/en/vacancies

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
TP საქართველოს გერმანული ენის აკადემია გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 05 დეკემბერი 18 დეკემბერი
ფრანგულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 05 დეკემბერი 18 დეკემბერი
გერმანულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 05 დეკემბერი 18 დეკემბერი
ინგლისურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი TP Georgia მეიჯერელ საქართველო 02 დეკემბერი 15 დეკემბერი
მომხმარებელთა მომსახურების გერმანულენოვანი ექსპერტი TP Georgia TP Georgia 26 ნოემბერი 10 დეკემბერი
თურქულ და ინგლისურენოვანი ოპერაციების მომხმარებელთა ექსპერტი TP Georgia TP Georgia 26 ნოემბერი 10 დეკემბერი
გერ. და ინგლ. ოპერაციების მომხმარებელთა ექსპერტი TP Georgia TP Georgia 26 ნოემბერი 10 დეკემბერი
რუს. და ინგლ. ოპერაციების მომხმარებელთა ექსპერტი TP Georgia TP Georgia 26 ნოემბერი 10 დეკემბერი
ტალანტების ბაზა - გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაც. ექსპერტი TP Georgia მეიჯერელ საქართველო 24 ნოემბერი 09 დეკემბერი
გადაიტანე Facebook-ზე