Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.


კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისის და ქუთაისის 5 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები. თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "ტელეპერფორმანს საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ოფიციალურად მოიპოვა Great Place to Work-ის პრესტიჟული სტატუსი და 2023 წელს პასუხისმგებელ დამსაქმებლადაც დასახელდა. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ინგლისურენოვანი კლიენტთა ნდობისა და უსაფრთხოების ექსპერტი 24 გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 19 ივლისი 23 ივლისი
ტალანტების ბაზა: გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაც. ექსპერტი TP Georgia TP Georgia 17 ივლისი 31 ივლისი
ფლამანდურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი TP Georgia TP Georgia 17 ივლისი 31 ივლისი
შერჩევის სპეციალისტი TP Georgia TP Georgia 16 ივლისი 30 ივლისი
ინგლისურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი TP Georgia TP Georgia 16 ივლისი 24 ივლისი
ადამიანური რესურსების ასისტენტ მენეჯერი TP Georgia TP Georgia 15 ივლისი 29 ივლისი
გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი - ქუთაისი ვადა გასდის 2 დღეში რეგიონალური განცხადებები TP Georgia TP Georgia 15 ივლისი 22 ივლისი
უკრაინულ და ინგლ. კლიენტთა ნდობისა და უსაფრთხოების ექსპერტი TP Georgia TP Georgia 11 ივლისი 24 ივლისი
ფრანგულენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 07 ივლისი 21 ივლისი
გადაიტანე Facebook-ზე