|
სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU. ინოვაციური მიდგომებისა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით ცნობილი კომპანია ყოველდღიურად ზრდის აქტივობების არეალს და ფარმაციასთან ერთად აქტიურად ზრუნავს სილამაზისა თუ ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ხაზის განვითარებაზე.
გეფას, როგორც კომპანიის მისიაა შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაში, პირნათლად შეასრულოს დაპირებები და ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოების, ქვეყნის და თავისი თანამშრომლების წინაშე.
გეფა, როგორც დამსაქმებლი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ კომპანია მისი თანამშრომლის განვითარებისა და ზრდის პროპორციულად ვითარდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გუნდურობა, ღიაობა, შედეგზე ორიენტირებულობა, ერთამანეთის ზრდა და გაძლიერება.
|