Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სილქნეტი

 
სილქნეტი

"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.

"სილქნეტში" 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.

"სილქნეტი" - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.

ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.

შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში სილქნეტი სილქნეტი 11 ნოემბერი 30 ნოემბერი
დაზიანების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი სილქნეტი სილქნეტი 07 ნოემბერი 07 დეკემბერი
CMS მენეჯერი სილქნეტი სილქნეტი 18 ოქტომბერი 18 ნოემბერი
QA ტესტერი სილქნეტი სილქნეტი 18 ოქტომბერი 18 ნოემბერი
პროდუქტის მფლობელი სილქნეტი სილქნეტი 18 ოქტომბერი 18 ნოემბერი
UI/UX დიზაინერი სილქნეტი სილქნეტი 18 ოქტომბერი 18 ნოემბერი
Java პროგრამისტი სილქნეტი სილქნეტი 17 ოქტომბერი 17 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე