"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.
"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.
ჩვენთან ყველა თანამშრომელი გუნდის წევრის პოზიციიდან შიდა დაწინაურების პრინციპით იზრდება და დღეს, სიამაყით ვაცხადებთ, რომ "მაკდონალდსს" აქვს 25 რესტორანი, რომლის დირექტორების 100% არის ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც შიდა დაწინაურების პოლიტიკით განვითარდა.
რას გთავაზობს "მაკდონალდსი"?
** 23:00 - 06:00 მუშაობის პერიოდში განსაზღვრულია 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; ** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემთხვევაში განსაზღვრულია 50%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; ** ოფიციალური დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში ორმაგი საათობრივი ანაზღაურება; ** საათობრივი ტარიფი მზარდია შიდა პოლიტიკით - პირველი გარანტირებული მატება მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ განხორციელდება; ** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, საშუალო თვიური ანაზღაურების 75%. ** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე; ** დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ: გუნდის წევრი -ინსტრუქტორი-მენეჯერი; ** სამოტივაციო პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი; გუნდური კონკურსები, ექსკურსია; ** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები;