Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.


კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისის და ქუთაისის 5 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები. თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "ტელეპერფორმანს საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ოფიციალურად მოიპოვა Great Place to Work-ის პრესტიჟული სტატუსი და 2023 წელს პასუხისმგებელ დამსაქმებლადაც დასახელდა. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ფრანგულენოვანი ბექოფისის კლიენტების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 28 აგვისტო 03 სექტემბერი
შერჩევის სპეციალისტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 25 აგვისტო 08 სექტემბერი
გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი - ქუთაისი რეგიონალური განცხადებები TP Georgia TP Georgia 21 აგვისტო 04 სექტემბერი
უკრაინულ და ინგლ. კლიენტთა ნდობისა და უსაფრთხოების ექსპერტი TP Georgia TP Georgia 21 აგვისტო 04 სექტემბერი
ინგლისურენოვანი კლიენტთა ნდობისა და უსაფრთხოების ექსპერტი TP Georgia TP Georgia 20 აგვისტო 03 სექტემბერი
ფლამანდურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 14 აგვისტო 28 აგვისტო
ტალანტების ბაზა: გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაც. ექსპერტი ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 14 აგვისტო 28 აგვისტო
გადაიტანე Facebook-ზე