Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისისა და ქუთაისის 4 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები.

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "TP საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2025 წელს ოფიციალურად მოიპოვა "Great Place to Work"-ის პრესტიჟული სტატუსი. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

იხილეთ ჩვენი ვაკანსიები: https://tp-georgia.softgarden.io/en/vacancies

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ფლამანდურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
ტალანტების ბაზა - გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაც. ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
აზერბაიჯანულ/რუსულ და ინგლ. კლიენტთა მომსახურების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
თურქულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
გერმანულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
რუსულ და ინგლისურენოვან კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia მეიჯერელ საქართველო 26 დეკემბერი 08 იანვარი
მიმღების თანამშრომელი TP Georgia TP Georgia 17 დეკემბერი 17 იანვარი
გადაიტანე Facebook-ზე