Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

SPAR Georgia

 
SPAR Georgia

"დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: "დეილი", "სპარი", "მაგნიტი", "გვირილა", "იოლი", "კალათა" და ქართული ლუდის კომპანია "ზედაზენი". ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.  

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,"შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.

"დეილი ჯგუფის" ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნესეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. 

მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.

"დეილი ჯგუფს"  მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან  ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

"დეილი ჯგუფში"  ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები SPAR Georgia SPAR Georgia 10 სექტემბერი 10 ოქტომბერი
გადაიტანე Facebook-ზე