პროფესიული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული კურსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
თანდართული ფაილი: 209368_training_4182714.zip
პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ვაკანსიის კოდი .............TGM0000307
ადგილმდებარეობა ........თბილისი
კატეგორია ...................ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი ........სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე-არ არის განსაზღვრული

ძირითადი მოთხოვნები:

** ხარისხი: სტუდენტი, არასრული უმაღლესი.
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** აქტიურობა, ენერგიულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები: საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

"თეგეტა მოტორსი" იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით, და დასაქმდნენ საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

სტაჟირება ანაზღაურებადია.
გრაფიკი - სრული
ხანგრძლივობა - 6 თვე.


წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში (ცენტრალური; ვაკე; პეპელა)

ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/307
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე