გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: GS Development
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
დეველოპერული კომპანია "GS Development"  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის  პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, მიქელაძის 17 
** სამუშაო საათები: 11:00-17:00; 16:00-21:00 
** შაბათი: 11:00-16:00 (თვეში ერთი შაბათი)
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
** ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან   (ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია თვიური გეგმის შესრულებაზე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების გაყიდვა;
** სარეკლამო ბანერების გაყიდვა ვებ-გვერდისთვის http://www.gs.ge;
** მუშაობა თვიური გეგმის მიხედვით;
** მყიდველების მოძიება;
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების  მართვა;
** ორგანიზაციებთან სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
** სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების და დამკვეთებთან მუშაობის პირობების კონტროლი;
** გადახდების გრაფიკის კონტროლი;
** გუნდური საქმიანობის შესაძლებლობა გაყიდვების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
** შემომავალი ზარების მიღება-დამუშავება პოტენციურ მყიდველებისგან;
** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მყიდველებთან;
** პოტენციური მყიდველების დაინტერესება, სარეკლამო პროდუქტების/მომსახურების სწორად შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** უკუკავშირი პოტენციურ მყიდველებთან;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია გაყიდვებთან;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ  გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების გაყიდვებში და სარეკლამო ბანერების გაყიდვებში)  1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების  წარმოების  უნარი
** შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური  მუშაობის  უნარი;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული;
** დაკისრებული მოვალეობის შესრულების სურვილი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: developmentgs@yahoo.com

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე