ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
![]() |
ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. მან თხოვნით მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დახმარებოდა კონკურენტუნარიანი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ეკონომიკური სამაგისტრო პროგრამის დაარსებაში. 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის "ღია საზოგადოება" (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა ISET-ი. ISET-ის კურსდამთავრებულები მუშაობენ ანალიტიკურ თანამდებობებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებში და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჩიკაგოს, პენსილვანიის, ილინოისის, ბოსტონის (აშშ), ტულუზის (საფრანგეთი), და ლიუვანის (ბელგია) უნივერსიტეტები. |