Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

Helmes

 
Helmes

"ჰელმესი": საუკეთესო პარტნიორი შენი წარმატებისა და განვითარებისთვის

კომპანია "ჰელმესი"ციფრული ინოვაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი კომპანიაა ჩრდილოეთ ევროპაში. 30 წელია, რაც "ჰელმესი" 500-ზე მეტ საერთაშორისო კლიენტს ტელეკომუნიკაციის, საბანკო, სადაზღვევო, ლოჯისტიკურ და სამთავრობო სექტორში მომსახურებას უწევს ტექ-სტრატეგიის, სერვისის დიზაინის, პროგრამულ უზრუნველყოფის, მობილური აპლიკაციის და მონაცემთა მართვის მიმართულებით.

კომპანიის მთავარი ოფისი ესტონეთშია, დანარჩენი 10-ზე მეტი ოფისი კი პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, აშშ-ში, ინდოეთში და ახლა უკვე საქართველოშიც. კომპანიაში 1500-ზე მეტი მსოფლიო დონის IT პროფესიონალია დასაქმებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი აქტივი ჩვენი თანამშრომელია: საუკეთესო ტალანტი და მისი პირადი და პროფესიული ზრდა, ჩვენი საერთო ღირებულებათა ღერძით ერთიანობა:

ჩვენ ვზრუნავთ, ვართ გამბედავები და ნებისმიერ გამოწვევას საუკეთესო შესაძლებლობად ვაქცევთ.

ღირებულების ამგვარი ღერძის წყალობით, გულწრფელ, თავისუფალ ადამიანებს ვაერთიანებთ, ვქმნით ეკოსისტემას პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის, ბედნიერი და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრებისთვის - ჩვენთან შექმნილია არაჩვეულებრივი გარემო, სადაც მე ვარ მე, და სიამოვნებას ვიღებ მუშაობით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლის კეთილდღეობაა, გვსურს, თითოეულმა თანამშრომელმა ბედნიერი და ჯანსაღი, საინტერესო ცხოვრებით იცხოვროს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენს პროფესიულ და პირად განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მენტალური, ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება. შენ განსაზღვრავ, სად მიდიხარ, ჩვენ კი გეხმარებით. მენტორის პროგრამით ჩვენ მუდმივად განვითარებთ და გასწავლით შენი ამბიციების შესაბამისად. ჩვენთვის შენ უმთავრესი ხარ, ამიტომ სრულ თავისუფლებას გაძლევთ, რომ იფიქრო, იმოქმედო და აიღო პასუხისმგებლობა შედეგზე. შენ გაქვს ის, რაც გჭირდება, და გაცილებით მეტიც.

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო ზრდა მდგრადი ზრდაა. ამიტომ, ჩვენ როგორც ადამიანებზე ვზრუნავთ ასევე ვზრუნავთ ჩვენს პლანეტაზეც. საქმიანობის დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხები.


გამორჩეული კორპორაციული კულტურისა და ღირებულების ამო "ჰელმესი" შევიდა ევროპის პარლამენტის "Engaging Leadership"-ის რეიტინგის ტოპ ათეულში. 2022 წელს დასახელდა საოცნებო დამსაქმებლად კერძო სექტორში. მოპოვებული აქვს ყველაზე მიმზიდველი ICT დამსაქმებლის წოდება უწყვეტად 10 წლის განმავლობაშიმათ შორის სტუდენტებისთვის. 2020 წელს მოიპოვა ოქროს სამკერდე ნიშნი როგორც "Family Friendly" დამსაქმებელმა და გახდა ბაზრის ლიდერი ჰიბრიდული სამუშაო მოწყობის კუთხით.

"ჰელმესი" გთავაზობთ:

** მუშაობას და განვითარებას უმაღლესი დონის პროფესიონალებთან
** პროფესიული ზრდის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ძალიან კარგ კომპანიაში
** დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაოს
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** სპორტული ვარჯიშების ანაზღაურებას
** სათვალის და ლინზების ანაზღაურებას
** საუკეთესო კორპორაციულ ღონისძიებებს
** საუკეთესო ტექნიკას
** ჯანსაღ საკვებს და სასმელს

მეტი ინფორმაციისთვის შენი განვითარებისთვის საუკეთესო პარტნიორის შესახებ, იხილე: http://www.helmes.com 


 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე