Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისისა და ქუთაისის 4 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები.

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "TP საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2025 წელს ოფიციალურად მოიპოვა "Great Place to Work"-ის პრესტიჟული სტატუსი. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

იხილეთ ჩვენი ვაკანსიები: https://tp-georgia.softgarden.io/en/vacancies

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
გერმანულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 18 თებერვალი 18 მარტი
გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 18 თებერვალი 24 თებერვალი
თურქულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 17 თებერვალი 03 მარტი
გერმანულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 17 თებერვალი 03 მარტი
ფრანგულენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი TP Georgia TP Georgia 12 თებერვალი 26 თებერვალი
აზერბაიჯანულ და ინგლისურ. კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი TP Georgia TP Georgia 12 თებერვალი 26 თებერვალი
მიღება გერმანული ენის აკადემიაში - ქუთაისი ვადა გასდის 2 დღეში რეგიონალური განცხადებები TP Georgia მეიჯერელ საქართველო 06 თებერვალი 20 თებერვალი
გადაიტანე Facebook-ზე