Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

TP Georgia

 
TP Georgia

"TP" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "TP" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და ა.შ.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისისა და ქუთაისის 4 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები.

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "TP საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2025 წელს ოფიციალურად მოიპოვა "Great Place to Work"-ის პრესტიჟული სტატუსი. "TP"-სა და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

იხილეთ ჩვენი ვაკანსიები: https://tp-georgia.softgarden.io/en/vacancies

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ქართულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში TP Georgia TP Georgia 04 აგვისტო 06 სექტემბერი
რუსულ და ინგლისურენოვან კლიენტთა ნდობის და უსაფრთ. ექსპერტი TP Georgia TP Georgia 01 აგვისტო 13 აგვისტო
გერმანულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი TP Georgia TP Georgia 29 ივლისი 12 აგვისტო
ჰოლანდიურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 21 ივლისი 06 აგვისტო
გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი - E-commerce - ქუთაისი ვადა გასდის 2 დღეში რეგიონალური განცხადებები TP Georgia TP Georgia 21 ივლისი 06 აგვისტო
ჰოლანდიურენოვანი ბექ ოფისის ექსპერტი ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 21 ივლისი 06 აგვისტო
გერმანულენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი - E-commerce ვადა გასდის 2 დღეში TP Georgia TP Georgia 21 ივლისი 05 აგვისტო
გადაიტანე Facebook-ზე