« ყველა ვაკანსია
 

ფილიპ მორის საქართველო

 
ფილიპ მორის საქართველო

PMI არის თამბაქოს ინდუსტრიის ლიდერი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ფლობს მსოფლიოს წამყვანი თხუთმეტი საერთაშორისო ბრენდისა და პროდუქტის ჩამონათვალიდან ექვსს, წარმოდგენილს მსოფლიოს 180-ზე მეტ ბაზარზე. სიგარეტის წარმოებისა და რეალიზაციის გარდა, რომელიც მოიცავს სიგარეტის ნომერ პირველ გლობალურ ბრენდს და თამბაქოს სხვა ნაწარმს, PMI ასევე ჩართულია შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების განვითარებისა და კომერციალიზაციის სფეროში. ტერმინი "შემცირებული რისკის მქონე პროდუქტი" (RRP) გამოიყენება იმ პროდუქციის აღსანიშნავად, რომლებსაც დადასტურებულად ან პოტენციურად აქვთ შესაძლებლობა ნაკლები ზიანი მიაყენონ იმ მწეველთა ჯანმრთელობას, რომლებიც ამ პროდუქციას მიმართავენ ხანგრძლივი მწევლობის ჩასანაცვლებლად.

შპს "ფილიპ მორის საქართველო" საერთაშორისო კორპორაციის "ფილიპ მორის ინტერნეიშენალის" შვილობილი კომპანიაა და მასში დასაქმებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.pmi.com და www.pmiscience.com

კომპანია "ფილიპ მორის საქართველო" აღიარებულ იქნა 2019 წლის სერტიფიცირებულ საუკეთესო დამსაქმებლად:

შპს "ფილიპ მორის საქართველოს" ოფიციალურად მიენიჭა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებლის წოდება, რომელიც მას ადამიანთა რესურსების სფეროს სერტიფიცირების გლობალური და პრესტიჟული ორგანიზაციის "Top Employers Institute"-ის მიერ გადაეცა, თანამშრომელთათვის შესანიშნავი პირობების შექმნისათვის.

ორგანიზაციები, რომლებიც მოიპოვებენ საუკეთესო დამსაქმებლის წოდებას, დიდ ძალისხმევას უთმობენ საკუთარი თანამშრომლებისათვის სანიმუშო სამუშაო გარემოს შექმნას, რასაც ადამიანური რესურსებისადმი პროგრესული და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომის (people-first) შედეგად აღწევენ.

აღნიშნული გლობალური სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით, ხუთი კონტინენტის 118 ქვეყანაში, 1500-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა საუკეთესო დამსაქმებლის წოდება. საქართველოში მხოლოდ კიდევ ორმა კომპანიამ შეძლო ამ წოდების მოპოვება 2019 წელს. საერთაშორისო კორპორაცია "ფილიპ მორის ინტერნეიშენალი" (PMI) ასევე იქნა სერტიფიცირებული, როგორც ევროპული და გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
უფროსი მერჩენდაიზერი - ქუთაისი რეგიონალური განცხადებები ფილიპ მორის საქართველო ფილიპ მორის საქართველო 29 ოქტომბერი 29 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე