თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თსუ სტუდენტებს პროგრამების დიდ არჩევანს: 50-ზე მეტ საბაკალავრო, 100-ზე მეტ სამაგისტრო და 60-ზე მეტ სადოქტორო პროგრამას სთავაზობს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ, ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.tsu.edu.ge |
დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
---|---|---|---|---|---|
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 15 აპრილი | 15 მაისი |