სილქნეტი
"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით. "სილქნეტში" 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია. "სილქნეტი" - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე. ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც. შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია! |
დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
---|---|---|---|---|---|
Soho აბონენტების მომსახურების მენეჯერი | სილქნეტი | 29 ოქტომბერი | 10 ნოემბერი | ||
დაზიანების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი | სილქნეტი | 22 ოქტომბერი | 04 ნოემბერი | ||
აქტიური და VIP გაყიდვების ოპერატორი | სილქნეტი | 21 ოქტომბერი | 03 ნოემბერი | ||
CMS მენეჯერი | სილქნეტი | 18 ოქტომბერი | 18 ნოემბერი | ||
QA ტესტერი | სილქნეტი | 18 ოქტომბერი | 18 ნოემბერი | ||
პროდუქტის მფლობელი | სილქნეტი | 18 ოქტომბერი | 18 ნოემბერი | ||
UI/UX დიზაინერი | სილქნეტი | 18 ოქტომბერი | 18 ნოემბერი | ||
Java პროგრამისტი | სილქნეტი | 17 ოქტომბერი | 17 ნოემბერი |