მომსახურებები



ჯობს.გე გვთავაზობს ადვილად ხელმისაწვდომ და მზა მომსახურებას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დამქირავებლებსა და მათ მომავალ თანამშრომლებს. მე რამდენჯერმე გამოვიყენე ჯობს.გე-ს მომსახურება ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტების მოსაზიდად. ჯობს.გე-ს მეშვეობით მოხდა იმ კანდიდატების პირველადი შერჩევა, რომლებიც შემდგომ გასაუბრებაზე მოვიწვიეთ.

გმადლობთ ამ შესანიშნავი ინიციატივისა და შესაძლებლობისთვის!

სანდრა ელისაბედ რულოვსი
საქართველოს პირველი ლედი

--------------------------


ჯობს.გე არის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური კომპანია, რომელიც დამქირავებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. ეს არის მარტივი, პროფესიონალური, ფინანსურად ეფექტური და სწრაფი მექანიზმი, რომლის მეშვობით ხდება ვაკანსიის გამოცხადება და კანდიდატების უდიდესი ნაკადის მოზიდვა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფ და სასარგებლო მომსახურებას, რომელმაც საშუალება მოგვცა აგვეყვანა სასურველი კადრები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

--------------------------


დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი დამქირავებლები კანდიდატებს ოჯახური თუ სხვა სახის კავშირებისა და ერთგულების ამა თუ იმ ფორმით გამოხატვის საფუძველზე იყვანდნენ. ჯობს.გე საიტმა გაცილებით უფრო მეტი გააკეთა კადრების სამართლიანი და კონკურენტუნარიანი შერჩევის სტიმულირებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა მოვლენამ საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კავშირების გარეშე სამსახურის მოძებნა შეუძლებელია, მაგრამ ჯობს.გე ყოველდღე ამტკიცებს რომ ეს მოსაზრება მცდარია. რაც უფრო მეტი პოტენციური დამქირავებელი გამოიყენებს ამ მომსახურებას, მით უფრო დაუახლოვდება საქართველო თანამედროვეობას.

მარკ მალენი
თავმჯდომარე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

--------------------------


ბილაინი/მობიტელი ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ჯობს.გე-ს მომსახურებას ახალი კადრების ასაყვანად. ეს გვერდი დაგვეხმარა საჭირო კანდიდატებთან დაკავშირებაში და საუკეთესო ხალხის შერჩევაში. ჯობს.გე ჩვენი არჩევანია.

ლელა სალაყაია
კადრების მენეჯერი, მობიტელი

--------------------------


CARE ჯობს.გე-ს მომსახურებით 1999 წლიდან სარგებლობს. ამ გვერდის მეშვეობით ჩვენ სამსახურში ავიყვანეთ დაახლოებით 100 პროფესიონალი, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის მუდმივ წარმატებას უზრუნველყოფენ. ვფიქრობთ ჯობს.გე სასურველი კონსულტანტებისა და კადრების მოზიდვის ყველაზე ეფექტური მეთოდია საქართველოში. გმადლობთ კარგად გაკეთებული საქმისთვის!

ჯონათან პადიფუტი
დირექტორი, CARE International in the Caucasus

--------------------------


ეუთოს მისია საქართველოში წლების განმავლობაში იყენებდა ჯობს.გე ინტერნეტ-გვერდს ვაკანსიის განცხადებების გამოსაქვეყნებლად, და ამ მომსახურებით ძალიან კმაყოფილნი ვართ. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ ინტერნეტ-გვერდით სარგებლობას.

ვერა მედინსკაია
კადრების მენეჯერი, ეუთოს მისია საქართველოში