Робота для біженців з України
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე

განაცხადის მიღების ვადა: 01 მაისი 2024 წელი

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - კოორდინატორი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ, შაბათი 10:00 სთ-15:00 სთ
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass.

დამატებითი მოთხოვნა - კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)

ფუნქცია - მოვალეობები:

** რადიო, ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV სერვისის ინსტალაცია;
** ინტერნეტ და IPTV პროდუქტების ინსტალაციისას და/ან ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისას პრობლემის მიზეზის ანალიზი და აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში;
** კოორდინატორისგან მიღებული დავალების საფუძველზე, მომხმარებელთან ვიზიტის დროის შეთანხმება და სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
** პროგრამულ ბაზაში დავალების კორექტირება, შესრულების სტატუსის მართვა;
** სახარჯი მასალების აბსოლუტური სიზუსტით ჩამოწერა და მომხმარებელზე გადაწერა პროგრამულად;
** ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა და დატრენინგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
** კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა,
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ინსტალატორი - თბილისი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე