Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook);
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ტრანსპორტის მოძიება/არსებულ სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სტუმრების დახვედრა/გაცილების ორგანიზება;
** სარეზერვაციო სისტემაში მონაცემების შეყვანა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ქ.ბათუმი, რუსთაველის N 14

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gdm.ge

აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე