Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის" თბილისში პირველ მაღაზიას ხსნის და გუნდის პირველ წევრებს ეძებს!

"Tartine et Chocolat"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

"Tartine et Chocolat" 1977 წლიდან ქმნის ელეგანტურ და გამორჩეულ სამოსს ყველა ასაკის ბავშვებისთვის. ბრენდი შეიქმნა ბავშვური მოგონებების სიყვარულითა და შთაგონებით და მას მერე ჩვენი ღირებულებები უცვლელია. ყოველთვის გამოგვარჩევს ფრანგული სტილი, დახვეწილი დეტალები, უნიკალური ქსოვილები, უნაკლო შესრულება.... და რაც მთავარია სენტიმენტალურობა. ჩვენი პირველი მაღაზიის გახსნისთვის ვეძებთ ენერგიულ, ღიმილიან, მოდაზე შეყვარებულ ადამიანებს.

შენი ბენეფიტები იქნება:

** თანამშრომლის ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მუდმივი ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები :

** ბრენდისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით;
** მომხმარებელთან ურთიერთობა, რჩევის მიცემა, დახმარება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მაღაზიის მიზნების მიღწევაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის საოპერაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება.

სასურველია თუ:

** მოგწონს და კარგად გამოგდის ადამიანებთან ურთიერთობა;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გაქვს კარგი სამუშაო ეთიკა;
** გაქვს სამუშაო გამოცდილება მოდის სფეროში;
** ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე იცი.

ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა : თბილისი, ვაკე.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kidsconcept.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე