Робота для біженців з України
სერვის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" სერვის მენეჯერის ასისტენტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური სამღებრო-სათუნუქე სექტორის მიმართულებით.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** ავტომობილის შეფასება - დეტალური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და განფასება;
** სამუშაოების დაგეგმვა, ვადებისა და ფასების განსაზღვრა;
** მომხმარებელთა ავტომობილების პირველადი მდგომარეობის შენარჩუნების კონტროლი - დამცავი აღჭურვილობის გამოყენების შემოწმება;
** სერვისის ხარისხის მონიტორინგი;
** წარმოქმნილი პრობლემების სწორი ანალიზი, დიაგნოსტიკა და გადაჭრის გზების დაგეგმვა;
** შეფერხების ან დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში სერვისის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** სერვისთან დაკავშირებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** სერვისში არსებული დანადგარების მდგომარეობის მონიტორინგი და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ყველა საჭირო ინსტრუმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ინიცირება;
** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა პროცედურის დაცვა;
** ტექნიკური გუნდის მართვა სამღებრო-სათუნუქე სექტორის მენეჯერთან ერთად;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1315

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე