Робота для біженців з України
სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით - Geely
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით - Geely
მომწოდებელი: კავკასუს ავტომოტივი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტო სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "კავკასუს ავტომოტივი" ჯილი/ზიკერის სახელით აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.

"თეგეტა ჰოლდინგის" სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია
გრაფიკი - მოქნილი
ხანგრძლივობა - 6 თვე

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** რომელიც არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რომელიც არის ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** აქვს პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** აქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1311

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე