Робота для біженців з України
პერსონალური ასისტენტი - თბილისი, რუსთავი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" ფარგლებში პერსონალური ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში, რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კვების, თავის მოვლის, ჩაცმის, საოჯახო საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვასა ან/და სხვა აქტივობებში ასისტირება.
** სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე;
** ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
** პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

აპლიკანტმა სამსახურის დაწყებამდე უნდა გაიაროს შესაბამისი მომზადების კურსი.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

ა) ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
ბ) გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599 94 92 15 გვანცა კალანდაძე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე