Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეცტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
დაარსების დღიდან, "გლობალ ავტო იმპორტი" ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმებლობით აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

https://glob.ge/en/gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

ჩვენ ვეძებთ ავტო საოპერაციო მენეჯერს, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** საოპერაციო პროცესის განხორციელება დროულად - კონტეინერებისა და მიმღებების პროგრამაში ატვირთვა და კონტროლი;
** ლოჯისტიკის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტების ინფორმირება შემომავალ ზარებზე;
** ქვეყანაში ჩამოსვლის, გადმოტვირთვისა და განბაჟების პროცესის შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროულად ინფორმირება;
** საოპერაციო პროცესთან დაკავშირებით კლიენტებისგან დასმული კითხვების შესახებ პასუხების დროულად და კომპეტენტურად მოგროვება და ინფორმირება.

რა უნარებს უნდა ფლობდეთ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური სასურველია;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@glob.ge. თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საოპერაციო მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე