Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** საკადრო პოლიტიკის ფორმირება და სამუშაო პროცედურების შემუშავება;
** სამუშაო პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ შრომით კანონმდებლობასთან;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ ფუნქციური ამოცანების ვადების დაგეგმვა, მოვალეობების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის მართვა;
** პერსონალის ადმინისტრირების პროცედურების განხორციელება: ხელშეკრულებების, ბრძანებების, სხვა დოკუმენტების და პირადი საქმეების ფაილინგის პროცედურის წარმოების კონტროლი.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების პროცესის მართვა;
** არმ განყოფილებაში დაგეგმილ სხვადასხვა პროექტში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური კაპიტალის მართვის, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 (ოთხი) წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენები-ინგლისური, რუსული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, (მნიშვნელოვანია ექსელის ცოდნა).

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2024 წლის 20 მაისამდე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე