Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"FMG" (Food Management Group) ქეითერინგ კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 06:00-15:00, კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1200-დან 1800 ლარამდე კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილი გამზირი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
** კვებას;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ და პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება, რეცეპტების შესაბამისად;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საფურშეტო და საბანკეტო საკვების მომზადება;
** ჰიგიენის ნორმებისა და HACCP - ის სისტემის დაცვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტის დიდ მასებზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995577144064 ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე